Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

 დგევანდელი დღე როგორც ყოველთვის დაიწყო წინარე მასალის გადამეორებით.
მოვახდინეთ  საკუთარი პროექტების მოკლე განხილვა. გამოვთქვით აზრი ჯგუფის წევრების პროექტთან დაკავშირებით.განსაკუთრებით მომეწონა ნელი თითირაშვილის პროექტი რუს მწერლებზე სადაც აშკარად ჩანდა ბავშვების ინტერესი და მონდომება, ასევე საინტერესო იყო სვეტა გორგიშელის პროექტი წილადებზე .როგორ იყენებენ ბავშვები წილადებს და მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ტრენინგის განმავლობაში შესწავლილმა თემებმა ბევრი ახალი ცოდნა შემძინა.
თანამედროვე ხედვით  შევისწავლე პროექტების წერა, ბლოგების და ბუკლეტების შექმნა.
ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობაში.
დღევანდელი დღით დავამთავრეთ ჩვენი ტრენინგი.
   განსაკუთრებით მადლობა ქ-ნ ქეთევან ცერაძეს, რათა არ დაიშურა თავისი ცოდნა კარგად შეგვესწავლა ტრენინგის მასალა  მომავალში განხორციელებისთვის.

Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელმა დღემ საკმაოდ საქმიანად ჩაიარა, საბოლოო სახე მივეცით პროექტის გეგმას, მივიღეთ უამრავი საჭირო ინფორმაცია და საპრეზენტაციო მასალები ტრენერისაგან.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისა და გულისხმიერებისათვის

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც ჩვეულ რეჟიმში წარიმართა ,მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში ,დაიხვეწა ჩვენი მუშაობის სტილიც და უპრობლემოდ ვასრულებთ ტრენერის მითითებებს.როგორც ყოველთვის დღე დავიწყეთ გამეორებით,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია ფაუერ-ფოინთის დახმარებით,შევქმენით ძალიან სახალისო და ფერადი სლაიდები, გადავხედეთ გეგმებს და პროექტის სასწავლო პროცედურებს, შევინახეთ და დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

როგორც წინა სატრენინგო დღეებში მეხუთე დღეც იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი, გასაკეთებელი მასალა უკვე ძალიან იოლი გვეჩვენებოდა ყველა მონაწილეს და ხალისიანად შევუდექით საქმეს დილიდანვე.
გავიმეორეთ ნასწავლი, გავეცანით საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსების პრინციპს,გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე და შევქმენით მოსწავლის ბლოგი.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღემ ჩაიარა საკმაოდ პოზიტიურად და ნაყოფიერად, ტრენერმა გაგვამეორებინა წინა მასალა და ამომწურავი მითითებები მოგვცა შემდგომი აქტივობების განსახორციელებლად.ტრენინგზე სუფევს მეგობრული და თანამშრომლობითი სიტუაცია ,ვაკეთებთ განტვირთვებს.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,გავაკეთედ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ვიმუშავედ საკმაოდ წარმატებულად, გავიმეორეთ ნასწავლი მასალა და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, განვიხილეთ სტანდარტები, განვსაზღვრეთ მიზნები და მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვები.დღემ ჩაიარა პოზიტიურად და საინტერესოდ.

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან მრავლისმომცველი და ნაყოფიერი, ტრენერმა გაგვაცნო მონაწილეები ერთმანეთს, ასევე თვალსაჩინო გახდა მიზანი რასაც ტრენინგის ბოლოს მივაღწევდით,გზამკვლევის გაცნობის სემდეგ შევქმენით საქაღალდეები და კურსის რესურსებში შევინახეთ საჭირო ინფორმაცია,მოვიძიე და დავათვალიერეთ როგორც ქართველი ასევე უცხოელი პედაგოგების ნამუშევრების უამრავი ნიმუში , შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან საჭირო და გამოყენებადი იქნება ჩვენს საგაკვეთილო პროცესში.