Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

 დგევანდელი დღე როგორც ყოველთვის დაიწყო წინარე მასალის გადამეორებით.
მოვახდინეთ  საკუთარი პროექტების მოკლე განხილვა. გამოვთქვით აზრი ჯგუფის წევრების პროექტთან დაკავშირებით.განსაკუთრებით მომეწონა ნელი თითირაშვილის პროექტი რუს მწერლებზე სადაც აშკარად ჩანდა ბავშვების ინტერესი და მონდომება, ასევე საინტერესო იყო სვეტა გორგიშელის პროექტი წილადებზე .როგორ იყენებენ ბავშვები წილადებს და მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ტრენინგის განმავლობაში შესწავლილმა თემებმა ბევრი ახალი ცოდნა შემძინა.
თანამედროვე ხედვით  შევისწავლე პროექტების წერა, ბლოგების და ბუკლეტების შექმნა.
ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობაში.
დღევანდელი დღით დავამთავრეთ ჩვენი ტრენინგი.
   განსაკუთრებით მადლობა ქ-ნ ქეთევან ცერაძეს, რათა არ დაიშურა თავისი ცოდნა კარგად შეგვესწავლა ტრენინგის მასალა  მომავალში განხორციელებისთვის.